skip to content
ახალი ამბები

ნარკოდანაშაულისთვის 27 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 ივნისს განაცხადა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 პირი, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს და მათ შორის 15 ნარკორეალიზატორია.

ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე, 265-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღება, ასევე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო გასაღება, გასაღების მომზადებისა და გასაღების მცდელობა და მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „მორფინი“, „თებაინი“, „კოდეინი“, „მეტადონი“, „ალფა პვპ“, „მეფედრონი“, „კლეფედრონი“, „მეტამფეტამინი“, „ლირიკა“ და „მარიხუანა“.

ბრალდებულებისგან პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფული და ელექტრო სასწორები ამოიღო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button