skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 11 ივნისს ქართველ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც ბოლო ორი თვის განმავლობაში  „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს აპროტესტებენ. შეხვედრაზე პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მათ და მომავალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიებაზე პროვოკაციასაც ჰქონდა ადგილი, როდესაც რამდენიმე სრუდენტმა პრეზიდენტს პროვოკაციული კითხვა დაუსვა, ზოგმა კი უარყოფითი შეძახილები არ დაიშურა.  

შეხვედრა იმ ქართველი სტუდენტებისა და ახალგაზრდების ვიდეომიმართვებით დაიწყო, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ და მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს ხელისუფლების პრორუსული გადაწყვეტილებების წინააღმდეგობისთვის. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონი მიიღეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდობამ წააგო, რადგან ყველა პრო-რუსული კანონის გაუქმება ერთ სხდომაზეა შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში პროევროპული პარტიები გაიმარჯვებენ. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ მათი შედეგების საფუძველზე საქართველოს შეუძლია 2025 წლისთვის ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ის კიდევ ერთი ვადით კენჭისყრას, თუკი შესაბამისი დათმობები იქნება, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ამას გააკეთებს, თუ ხალხის ნება იქნება. რაც შეეხება გეგმას, თუ რა მოხდება, თუ არჩევნები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ დასრულდება, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წაგებაზე საუბარი არ უნდა იყოს და რომ გამარჯვება პროევროპულ პარტიებს მიენიჭება. პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ არსებობს შესაძლებლობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბოს და ამიტომ, პროცესს ახალგაზრდები უნდა დააკვირდნენ, ამისთვის კი ისინი სათანადო მომზადებას გაივლიან.

ბევრმა მონაწილემ ჰკითხა პრეზიდენტს, როგორ განხორციელდება სასამართლო სისტემის რეფორმა და როგორ იმოქმედებს ამნისტია მათი ოჯახის წევრებზე, რომელთაც „რუსული რეჟიმის“ გამო მრავალწლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი. პრეზიდენტის თქმით, სასამართლოს რეფორმა “ქართულ ქარტიაშია” ასახული და არჩევნების შემდეგ რეფორმები იგეგმება. კითხვების უმეტესობა ასევე ეხებოდა ემიგრანტების მიერ ხმის მიცემას, რაზეც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ხალხმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ემიგრანტებს ოქტომბერში ხმის მიცემის მოტივაცია ჰქონდეთ.

პრეზიდენტს რამდენიმე პროვოკაციული კითხვაც დაუსვეს, ძირითადად, „უცხოელი აგენტების“ კანონისა და ოპოზიციური პარტიების შესახებ. ასევე ადგილი ჰქონდა შეძახილებს დარბაზიდან, რა დროსაც პრეზიდენტს დემაგოგი და მოღალატე უწოდეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button