skip to content
ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარემ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა

კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ ძალაში შევიდა მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 3 ივნისს მას ხელი მოაწერა.

საქართველოში კანონს ასამოქმედებლად პრეზიდენტი აწერს ხელს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი უარს იტყვის კანონის ხელმოწერაზე, ის პარლამენტის თავმჯდომარეს ეგზავნება. „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მკაცრი პოზიციის გათვალისწინებით, აშკარა იყო, რომ იგი მას ხელს არ მოაწერდა.

კანონი ხვალ გამოქვეყნდება, ხოლო მისი გარდამავალი დებულებები კანონის ამოქმედებიდან 60 დღის შემდეგ შევა ძალაში. 60-დღიანი პერიოდის შემდეგ ერთი თვის ვადაში, უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია საშუალებები „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ უნდა დარეგისტრირდნენ. 100-ზე მეტა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს დარეგისტრირებას.

მიუხედავად უპრეცედენტო შიდა და საერთაშორისო ზეწოლისა მმართველი პარტიაზე, რომ არ მიეღო კრემლის მიერ ინსპირირებული კანონი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეს მაინც გააკეთა. პარლამენტმა კანონი საბოლოოდ 28 მაისს მიიღო მას შემდეგ, რაც უმრავლესობის დეპუტატებმა პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button