არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 30 მაისს განაცხადეს, რომ ისინი ამზადებენ სარჩელს უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად, სადაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის გაუქმებას მოითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, „იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში“, ისინი ალტერნატიული სამართლებრივი დავის გზას გამოიყენებენ.
ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ პარალელურად ემზადებიან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც „მივმართავთ შესაბამის დროს“. „ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს, მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე“, – აცხადებენ ორგანიზაციები.
„ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და მედიას, რომელსაც ეს კანონი ეხება, შეუძლია ამ ბრძოლის მონაწილე გახდეს და შემოგვიერთდეს“, – განაცხადეს ორგანიზაციებმა. „ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! არა რუსულ კანონს, კი ევროპას!“
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)