ახალი ამბები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „აგენტების“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა
უპრეცედენტო საერთაშორისო და შიდა ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 27 მაისს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. როგორც მოსალოდნელია, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს 28 მაისს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე დაძლევს. ვეტოს დაძლევის შემთხვევაში კანონი ძალაში შევა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო 18 მაისს დაადო და განაცხადა მაშინ, რომ „ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)