skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 მაისს განაცხადა, რომ მან „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი თქმით, „ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე“.

„ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს“, – განაცხადა პარლამენტმა.

„ეს კანონი არ ექვემდებარება არანაირ ცვლილებას, არავითად გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივი ვეტო: ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, – დასძინა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო ორკვირიანი ვადის ამოწურვამდე დაადო. მან რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის კანონთან დაკავშირებით “თამაშებში შესვლას” არ აპირებს და რომ მისი შეცვლის ნებისმიერი მცდელობა ამაოა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button