skip to content
ახალი ამბები

PACE-ს თანამომხსენებლები მოუწოდებენ მმართველ პარტიას, არ დაძლიოს ვეტო „აგენტების“ კანონზე

ვენეციის კომისიის მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე მოსაზრების გამოქვეყნების შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოს საკითხებში კლოდ კერნმა და ედიტ ესტრელა 22 მაისს მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და გააუქმოს ეს კანონპროექტი.

„ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა გვთხოვეს ავტორიტეტული სამართლებრივი არგუმენტების დასახელება იმ შეშფოთებასთან დაკავშირებით, რომელიც გვაქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან მიმართებით. ეს არგუმენტები აისახა ვენეციის კომისიის მოსაზრებაში, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტმა მოითხოვა“, – აცხადებენ თანამომხსენებლები.

PACE-ს ოფიციალური პრესრელიზი ვენეციის კომისიაზე მითითებით აცხადებს, რომ „საქართველოს უკვე აქვს ყოვლისმომცველი სამართლებრივი ჩარჩო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსებისა და გამჭვირვალობის რეგულირებისთვის“. თანამომხსენებლები მიიჩნევენ, რომ სანაცვლოდ, ხელისუფლებას შეუძლია არსებული ჩარჩოს გაძლიერებაზე მოახდინოს ფოკუსირება, „თუკი ამის ობიექტური საჭიროება არსებობს, ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით“.

თანამომხსენებლები გამოთქვამენ მზადყოფნას გააგრძელონ დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან და საზოგადოებასთან ამ საკითხზე, ქვეყანაში მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში. ამასთანავე, 24 მაისს, ვილნიუსში, მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე დაგეგმილია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატების გამართვა საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button