skip to content
ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 21 მოსამართლე უვადოდ დანიშნა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 21 მოსამართლე, რომელთაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა გაიარეს, 21 მაისს უვადოდ დანიშნა.

სააპელაციო ან საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე. ამ ვადის გასვლამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, გაამწესოს თუ არა თითოეული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ. 

ახლად დანიშნული მოსამართლეები თბილისის საქალაქო სასამართლოში, ასევე ზუგდიდის, ფოთის, ოზურგეთის, გორისა და ახალციხის რაიონულ სასამართლოებში იმსახურებენ.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button