ახალი ამბები

სახდეპი აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკურ ძალადობას და შევიწროებას გმობს

9 მაისს გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა დაგმო საქართველოში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის აქტივისტების, ასევე ჟურნალისტების შევიწროებისა და მათ მიმართ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები და ყველა ასეთი ფაქტის დამოუკიდებელი და დროული გამოძიებისკენ მოუწოდა. მან განცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია იმ ქმედებების გამო, რომლებიც აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხორციელდება.

აშშ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, პრესსპიკერმა მილერმა განაცხადა: „ჩვენ წარმატებული პარტნიორობა გვქონდა საქართველოსთან 30 წლის მანძილზე. გვინდა, გავაგრძელოთ საქართველოსთან მუშაობა. დრო კიდევ არის მუშაობისთვის…“. მან იქვე დასძინა, რომ ეს რომ მოხდეს, „საქართველოს ხელისუფლებამ კურსი უნდა შეიცვალოს“.

პრესსპიკერმა კვლავ უარი თქვა რაიმე განცხადების გაკეთებაზე იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტმა შესაძლოა გადადგას ბოლო მოვლენების, კერძოდ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის გათვალისწინებით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button