ახალი ამბები

პრეზიდენტმა ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 17 აპრილს ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა და მათთან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ გზაზე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაცია და საზოგადოების დაყოფა, რასაც საქართველოში არ უნდა მიაღწიოს.

,,თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის  და განაგრძეთ ეს მხარდაჭერა“,- მიმართა ელჩებს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის  თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ევროპელი ლიდერების მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურება, რაც თავისთავად იქნება მხარდაჭერის გამოხატულება.

პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილ ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია ასევე, რომ არჩევნებზე ხალხმა თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და გააკეთოს არჩევანი.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ეწინააღმდეგება და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button