ახალი ამბები

პრეზიდენტი მიშელს და მაკრონს მიმართავს, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის.

17 აპრილს პარლამენტი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას გეგმავს იმ ფონზე, როდესაც თბილისში მეორე დღეა მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. 16 აპრილს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო „ქართული ოცნების“ გეგმა კანონპროექტის მიღების თაობაზე და განაცხადა, რომ „ხელისუფლების დაჟინება, რომ ეს კანონი მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად მიიღოს, პირდაპირი პროვოკაციაა – დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button