
შარლ მიშელი: უცხოელი აგენტების შესახებ კანონი „არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში“
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოელი აგენტების“ შესახებ „არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში და მისი გაწევრიანების გზას“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კანონის მიღება „საქართველოს კიდევ უფრო დააშორებს“ ევროკავშირს.
„ქართველმა ხალხმა ევროპული გზა აირჩია და ამის საპასუხოდ ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასული წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მინდა მკაფიოდ განვაცხადო: კანონპროექტი საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში და მისი გაწევრიანების გზას და საქართველოს კიდევ უფრო დააშორებს ევროკავშირს“, – დაწერა შარლ მიშელმა 16 აპრილს ტვიტერზე.
The Georgian people have chosen the European path and in response, the European Council granted #Georgia the candidate status last December.
— Charles Michel (@CharlesMichel) April 16, 2024
Let me be clear: the draft Law on Transparency of Foreign Influence is not consistent with Georgia’s EU aspiration and its accession…
იმავდროულად, პარლამენტში კანონპროექტის განხილვის პარალელურად პარლამენტის მახლობლად ათასობით მოქალაქე საპროტესტო აქციას მართავს.
ასევე წაიკითხეთ:
- 12/04/2024 – „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)