ახალი ამბები

სახალხო დამცველი შსს-ს აქციის დარბევის შემთხვევაში „საერთაშორისო სტანდარტების“ დაცვისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველმა 16 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, რომ უზრუნველყოს „ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უსაფრთხო გარემოში და ძალის გამოყენების შემთხვევაში დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები“.

„საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ამავე დროს ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სპეცრაზმმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა დასაშლელად ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე წიწაკის სპრეი გამოიყენა. ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული, სადაც დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევენ. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის 11 დემონსტრანტია დაკავებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button