skip to content
ახალი ამბები

პროტესტის ფონზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

საკომიტეტო მოსმენიდან ოპოზიციონერი დეპუტატების გაძევების შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტის წინ მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციის ფონზე, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოელი აგენტების“ შესახებ მხარი დაუჭირა.

პარლამენტის შენობის მახლობლად სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული. მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიშალონ.

„რუსული კანონის” წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი აქციები თბილისში. “სპეცრაზმელები” წყლისა და გაზის ჭავლებით მზადყოფნაში არიან ევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყონ მოქმედება. მიმდინარეობს დაკავებები. საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს!” დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე.

გასული წლის მარტის მასობრივი აქციების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ხელახლა დააინიცირა, რასაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების, პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოყვა, რომელთა თქმითაც, ეს საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის და მის დემოკრატიას დაანგრევს.  

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button