საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ევროკავშირის საბჭომ 26 მარტს განაცხადა, რომ საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერი, გენერალ-მაიორი ბეტინა ბუგანი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა. იგი ამ პოსტზე დიმიტრიოს კარაბალისს შეცვლის და მისი უფლებამოსილება 2024 წლის 21 მარტიდან 2024 წლის 14 დეკემბრამდე გაგრძელდება.
გენერალ-მაიორ ბუგანის დიდი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტაბილიზაციის მისიებში. თავისი 35 წლიანი კარიერის განმავლობაში ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს გაეროსა და საფრანგეთის ჟანდარმერიაში, ასევე საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში. ადრე ის მუშაობდა კონფლიქტების პრევენციის, მედიაციისა და მშვიდობის შენარჩუნების საკითხებზე მგრძნობიარე პოლიტიკურ და უსაფრთხოების კონტექსტში, როგორც MINUSMA-ს (გაეროს მრავალგანზომილებიანი ინტეგრირებული სტაბილიზაციის მისია მალიში) პოლიციის კომისარი.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელებას უწევს მონიტორინგს, უიარაღო დამკვირვებლები ჰყავს, რომელთაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ.
ასევე წაიკითხეთ:
- 01/02/2023 – საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
- 16/11/2022 – გერმანიამ პრორუსი დამკვირვებელი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან გაიწვია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)