skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს დროებით დააკავეს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 17 სექტემბერს განაცხადა, რომ მისი დამკვირვებლები აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს „ძალოვანი უწყებების“ წარმომადგენლებმა დროებით დააკავეს. დამკვირვებლები ხურჩის რაიონში გეგმიურ პატრულირებას ახორციელებდნენ. მისიის თქმით, დამკვირვებლები უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს ნებისმიერ ისეთ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს უშლის მის დამკვირვებლებს მანდატით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში. „ასეთი პატრულირებები აუცილებელია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში სტაბილურობის, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მსგავსი ხასიათის ინციდენტები ძირს უთხრის ნდობის აღდგენისა და დაძაბულობის პრევენციისკენ მიმართულ მცდელობებს“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი გააქტიურდა შესაბამის ჩართულ მხარეებს შორის, ინციდენტის შესახებ  ინფორმაციის გაცვლის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button