skip to content
ახალი ამბები

TI საქართველო: „ქართულმა ოცნებამ“ 9.5 მლნ ლარის პოლიტიკური შემოწირულობა მიიღო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 22 თებერვალს პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი გამოაქვეყნა, რომელიც 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს ფარავს. დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის მე-4 კვარტალში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შემოწირულებების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და თითქმის 9.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების 93%-ია და 13-ჯერ მეტია, ვიდრე სხვა ყველა პარტიის ერთად აღებული.

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ჯამში 700 000 ლარამდე ღირებულების შემოწირულება მიიღო. „ქართული ოცნების“ შემდეგ მოდის „ლელო საქართველოსთვის“ 330 000 ლარით და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 241 000 ლარით.

ორგანიზაციის თქმით,  მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა თერთმეტმა კომპანიამ 2023 წლის მეორე ნახევარში 200 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ტენდერი მოიგო, ამავე კომპანიებს 2013 წლიდან 1.7 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვთ მოგებული.   

ამასთან, „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა 24-მა კომპანიამ 2023 წლის მეორე ნახევარში 616 000 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო.

ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას ტენდერი არ მოუგია, ხოლო გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები სამ კომპანიას ჰქონდა მიღებული ჯამური ღირებულებით 15 000 ლარი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button