ახალი ამბები

უკრაინაში ბრძოლის დროს „ქართული ლეგიონის“ ორი წევრი დაიღუპა, ცხრა კი დაიჭრა

ეთნიკური ქართველი მოხალისეებისგან დაკომპლექტებულმა „ქართულმა ლეგიონმა“ განაცხადა 16 ნოემბერს, რომ დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს „ქართული ლეგიონის“ ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი, დაიღუპა.

ამავე ინფორმაციით, დაჭრილია ცხრა მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. „ქართული ლეგიონი“ სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

„სამოქალაქო საქართველო“ დეტალებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მასალა შესაბამისად განახლდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button