ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისს უკმაყოფილება მოყვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საწვავის ასოციაციამ“, რომელიც დაახლოებით 40 ადგილობრივ კომპანიას აერთიანებს, 24 იანვარს სოხუმში ე.წ. „საზოგადოების შეხვედრაგამართა. შეხვედრის გამართვა ოკუპირებულ რეგიონში საწვავის კრიზისმა განაპირობა, რაც, თავის მხრივ, რუსეთის მთავრობის 2023 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც კრემლის მიერ კონტროლირებად „როსნეფტს“ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ასევე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საწვავის ექსპორტის ექსკლუზიური უფლება მიენიჭა.

ამ გადაწყვეტილების გამო ოკუპირებულ აფხაზეთში გაზისა და ბენზინგასამართი სადგურების უმეტესობა ან დაკეტილია, ან საწვავის ნაკლებობის გამო ვერ ფუნქციონირებს გამართულად. ოკუპირებული აფხაზეთის საწვავის კომპანიები რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას მონოპოლიზაციის საფრთხედ განიხილავენ და უარს ამბობენ „როსნეფტთან“ ექსკლუზიური კონტრაქტების გაფორმებაზე.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მთავრობის სავარაუდო გადაწყვეტილების ტექსტი არ გამოქვეყნებულა, რადგანაც ის „მხოლოდ ოფიციალური გამოყენებისთვისაა“.

რუსეთის მთავრობის ახალი პოლიტიკის შედეგად, 2023 წლის 21 დეკემბრიდან რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზურ მონაკვეთზე, ფსოუზე, „საბაჟო გამშვებ პუნქტზე“ შეჩერებულია საწვავის „უკვე ნაყიდი და დეკლარირებული“ რაოდენობა, რაც კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს.

23 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის „ენერგეტიკის მინისტრმა“ განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობამ ცვლილება შეიტანა 16 დეკემბრის გადაწყვეტილებაში, რაც „უახლოეს მომავალში“ შესაძლებელს გახდის, რომ ოკუპირებულ რეგიონში ნავთობპროდუქტების ის რაოდენობა შეიტანონ, რომელმაც განბაჟება გაიარა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის „საწვავის ასოციაციამ“ განაცხადა, რომ ეს ზომა საკმარისი არ არის, რადგან ახალი შეზღუდვების უფრო დიდ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ შეზღუდვების არსი არის ერთი მომწოდებელი ექსკლუზიური უფლებებით, რასაც ჩვენ არ ვეთანხმეებით“, – განაცხადა ოკუპირებული რეგიონის წამყვანი საწვავის კომპანიის ხელმძღვანელმა, ადამირ გაბუნიამ. მისივე თქმით, საწვავის მოცულობა, რომლის შემოტანასაც კომპანია შეძლებს ზემოთხსენებული გადაწყვეტილების წყალობით, მხოლოდ ორი-სამი კვირისთვის იქნება საკმარისი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button