We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ქართველმა კაპიტანმა და მეზღვაურებმა კუნძულ კრეტას მახლობლად 34 ადამიანი გადაარჩინეს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განაცხადა დღეს, რომ 20 იანვარს, ღამის საათებში  გემ Lider Halil-ის ეკიპაჟმა, მათ შორის ქართველმა კაპიტანმა და ორმა მეზღვაურმა, კუნძულ კრეტას მახლობლად მიგრანტების ნავიდან 34 ადამიანი გადაარჩინა.

სააგენტოს ინფორმაციით, ხმელთაშუა ზღვაში მცურავ გემ Lider Halil-ს კუნძულ კრეტას სამაშველო სამსახური დაუკავშირდა და მათთან ახლოს მყოფი მიგრანტების ნავის შესახებ შეატყობინა, სადაც ოცდახუთამდე ადამიანი იმყოფებოდა და შველას ითხოვდა. ქართველი კაპიტნის, ვაჟა ჯანგველაძის მეთაურობით დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო-სამძებრო ოპერაცია, რომელიც 3 საათი გაგრძელდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English Русский

Back to top button