
ახალი ამბები
ქართველმა კაპიტანმა და მეზღვაურებმა კუნძულ კრეტას მახლობლად 34 ადამიანი გადაარჩინეს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განაცხადა დღეს, რომ 20 იანვარს, ღამის საათებში გემ Lider Halil-ის ეკიპაჟმა, მათ შორის ქართველმა კაპიტანმა და ორმა მეზღვაურმა, კუნძულ კრეტას მახლობლად მიგრანტების ნავიდან 34 ადამიანი გადაარჩინა.
სააგენტოს ინფორმაციით, ხმელთაშუა ზღვაში მცურავ გემ Lider Halil-ს კუნძულ კრეტას სამაშველო სამსახური დაუკავშირდა და მათთან ახლოს მყოფი მიგრანტების ნავის შესახებ შეატყობინა, სადაც ოცდახუთამდე ადამიანი იმყოფებოდა და შველას ითხოვდა. ქართველი კაპიტნის, ვაჟა ჯანგველაძის მეთაურობით დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო-სამძებრო ოპერაცია, რომელიც 3 საათი გაგრძელდა.
ასევე წაიკითხეთ:
- 22/05/2023 – გაბონის მახლობლად გემიდან გატაცებული ორი ქართველი მეზღვაური გაათავისუფლეს
- 02/05/2023 – გაბონის მახლობლად გემიდან ორი ქართველი მეზღვაური გაიტაცეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)