ახალი ამბები

ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას საერთაშორისო გამოხმაურება მოყვა

27 დეკემბერს, დილის 6 საათზე გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, უფრო ადრე, ვიდრე მანამდე გამოცხადებულ თარიღსა და დროს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკების 49-წლიანი იჯარით რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა [კომპლექსი სულ 4000 კვ/მ მოიცავს].  ოპონენტები გადაწყვეტილებას 26 დეკემბრიდან აპროტესტებენ.

„სამოქალაქო საქართველო“ გთავაზობთ საერთაშორისო გამოხმაურებებს ამ თემაზე.

 აშშ

აშშ-ის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა: „ჩვენ ვგმობთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში მიწების რუსეთისთვის გადაცემის არალეგიტიმურ მცდელობებს“. მისივე თქმით, „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და გაეროს წესდებით აღებული ვალდებულებები“.

ევროკავშირი

„ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – დაწერა ევროკავშირის წარმომადგენობამ საქართველოში „ფეისბუქზე“. „ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი“.

ევროკავშირის ქვეყნები

„საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – დაწერა Twitter-ზე საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ. მისი თქმით, „ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო და ბათილი“.

„რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამგვარად, რუმინეთი არ აღიარებს ბიჭვინთის/პიცუნდას ტერიტორიის გადაცემას რუსეთის ფედერაციისთვის“, – წერს რუმინეთის საელჩო საქართველოში „ფეისბუქზე“.

საქართველოში ესტონეთის საელჩოს თქმით, ქვეყანა „მკაცრად გმობს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.  პარლამენტის არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. ესტონეთი მტკიცედ უჭერს მხარს  საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიოტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“.

ჩეხეთის ელჩმა საქართველოში, პეტრ კუბერნატმა განაცხადა, რომ „ჩეხები ყოველთვის უჭერდნენ და კვლავაც უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შესაბამისად, ამის დარღვევად მივიჩნევთ ბიჭვინთაში მიწის ნებისმიერ გადაცემას რუსეთისთვის და ამგვარ გადაწყვეტილებას ბათილად ვცნობთ“.  

„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის, ბიჭვინთის უკანონო მითვისებას“, – წერს პოლონეთის საელჩო თბილისში და დასძენს, რომ ეს ქმედებები საერთაშორისო სამართლის ნორმების აშკარა დარღვევას. საელჩოს თქმით, პოლონეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბიჭვინთის კურორტის რუსეთისთვის უკანონო გადაცემას. ეს საქართველოს სუვერენიტეტის მკაფიო დარღვევა, ასევე გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button