საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 11 დეკემბერს ბაქოში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ალიევმა და სპიკერმა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასეს მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ორ ქვეყანასა და ხალხებს შორის.
მხარეებმა მიმოიხილეს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კულტურის, ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და აქტივობები. მათ ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ყარაბაღთან დაკავშირებული პროცესები და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობები.
„დღეს კავკასიის მნიშვნელობა იზრდება არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ საერთაშორისო დონეზეც, დიდწილად, საქართველო-აზერბაიჯანის წარმატებული პარტნიორობის წყალობით. ეს პარტნიორობა ეფუძნება ჩვენს საერთო გაგებას გრძელვადიანი რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობის შესახებ. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ რეგიონული კონფლიქტები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განვითარებები… მე მოუთმენლად ველი კიდევ უფრო დიდ პარტნიორობას და ვუსურვებ პრეზიდენტ ალიევს და ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებსა და დებს მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას“, – დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ Twitter-ზე.
I met with great friend of our nation President Aliyev @presidentaz in the frameworks of my official visit to Baku today.
— Shalva Papuashvili ?? (@shpapuashvili) December 11, 2023
Our conversation touched on all vital and promising aspects of Georgian-Azerbaijani cooperation, which makes us indispensable strategic partners for… pic.twitter.com/Ck0BJEMXY8
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ბაქოში 10 დეკემბერს გაემგზავრა, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარის საჰიბა გაფაროვას მიწვევით. საპარლამენტო დელეგაციაში პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი შედიან.
„მოუთმენლად ველით ნაყოფიერ შეხვედრებს აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების შემდგომი გაძლიერების მიზნით“, – დაწერა პაპუაშვილმა Twitter-ზე.
Glad to be back in Baku, the diamond of the Caspian, on an official visit. Looking forward to fruitful meetings with Azerbaijan’s leadership for further reinforcing the friendship bonds between two nations. pic.twitter.com/h45ZS34ibm
— Shalva Papuashvili ?? (@shpapuashvili) December 10, 2023
11 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი ასევე შეხვდა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას. „ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატები უფრო კოორდინირებული, სტრუქტურირებული და აქტიური გავხადოთ. საპარლამენტო კომიტეტები და მეგობრობის ჯგუფები თავიანთ წვლილს შეიტანენ ამ მნიშვნელოვან საქმეში, მაგრამ ასევე, სპიკერები პირადად ჩაერთვებიან ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებაში“, – წერს პაპუაშვილი Twitter-ზე.
It was my pleasure to have met my Azerbaijani colleague, Madam Gafarova @Speaker_Az. As usual, our conversation was full of warmth, mutual respect, and, crucially, planning for our joint efforts to advance Georgian-Azerbaijani friendship.
— Shalva Papuashvili ?? (@shpapuashvili) December 11, 2023
We agreed to make our Parliamentary… pic.twitter.com/UMes2VMvLc
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასევე შეხვდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს. პაპუაშვილის თქმით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები სუფთა ენერგიის ტრანზიტის, ტრანსპორტირების, ასევე ინვესტიციებისა და ვაჭრობის კუთხით.
I am grateful to Prime-Minister Asadov for the detailed and substantive conversation on the prospects of Georgian-Azerbaijani cooperation in clean energy transit, transportation, investments and trade, which buttress our countries’ strong economic performance and give more… pic.twitter.com/AJq6tHI32k
— Shalva Papuashvili ?? (@shpapuashvili) December 11, 2023
ასევე წაიკითხეთ:
- 07/12/2023 – ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანისთვის საიმედო სატრანზიტო მარშრუტი საქართველოზე გადის
- 09/10/2023 – აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს ესტუმრა
- 07/04/2023 – ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში ილჰამ ალიევს შეხვდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)