ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი კიევს სტუმრობს

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით კიევს სტუმრობს, 7 დეკემბერს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილეს, ოლექსანდრ კორნიიენკოს შეხვდა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები და საერთო გამოწვევები განიხილეს.

ამავე ინფორმაციით, ლევან იოსელიანმა კიევში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე „თავისუფლება თუ შიში“, რომელიც ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღების 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი ვიდეოთი მიმართეს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა და ხორვატიის რესპუბლიკის ომბუდსმენმა ტენა შიმონოვიჩმა.

შეხვედრაზე რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის ომი უკრაინაში; ისაუბრეს ომის პირობებში და გამარჯვების შემდეგ ქვეყნის აღდგენასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე; ისტორიული წარსულის საფუძველზე მომავლისთვის ბრძოლისა და დაბრუნებულ ტერიტორიებზე სამომავლო ინფრასტრუქტურული განვითარების პერსპექტივებზე; ასევე, სამართლიანობაზე, მათ შორის, დანაშაულის დოკუმენტირებასა და ანგარიშვალდებულებაზე, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული უსაფრთხოების ეფექტური გარანტიების უზრუნველყოფის საჭიროებაზე.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებებით გამოვიდნენ უკრაინის უმაღლესი რადას წარმომადგენლები, მინისტრები და პრემიერ-მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და ევროპის ქვეყნების ომბუდსმენები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button