skip to content
ახალი ამბები

სოხუმი არ შეუშვებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მის ოკუპაციას აღიარებენ

ოკუპირებული აფხაზეთის მთავარმა დიპლომატმა ინალ არძინბამ 16 ნოემბერს განაცხადა, რომ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავენ, რეგიონში აღარ შეუშვებენ.

„მათთვის, ვისაც სურს დაანგრიოს აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობები და აფხაზეთის რესპუბლიკას ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავს, ჩვენ კარი უახლოეს მომავალში დაიხურება“, – განაცხადა არძინბამ.

მისი თქმით, USAID-ის ოფიციალურ ვერგვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „აფხაზეთში ხორციელდება პროექტები, რომელთა მიზანიც ‘კრემლის დამღუპველ გავლენასთან დაპირისპირება’ და ‘საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა’“. მან ასევე განაცხადა, რომ სამინისტროს არასწორ ინფორმაციას აწვდიან არასამთავრობოების მიერ განხორციელებული პროექტების რეალური მიზნების თაობაზე.

არძინბას თქმით, უახლოეს მომავალში „გამოქვეყნდება პრეზიდენტის განკარგულება, რომლითაც ცვლილებები შევა აფხაზეთში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირებაში“.

„ამ ცვლილებების მთავარი მიზანია საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა, ჩვენი სუვერენიტეტის უზრუნველყოფა და ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობების აღმოფხვრა“, – დასძინა არძინბამ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button