skip to content
ახალი ამბები

“ვაკის პარკის” საქმეზე ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 ნოემბერს „სამოქალაქო საქართველოს“ განუცხადა, რომ „ვაკის პარკის“ საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს და მერიის საკონტრაქტო კომპანიის ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძეს პატიმრობა შეეფარდათ.  

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგა გიგაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა (2) მუხლით (გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი) 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ვახტანგ ლონდარიძეს 362-ე მუხლით (ყალბი დოკუმენტების დამზადება) 1 წლისა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა.

გარდა ამისა, სასამართლომ დააჯარიმა ის კომპანიები, რომლებიც ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციაში მონაწილეობდნენ. კერძოდ, კომპანიები „ექსპერტიზა დიზაინი“- 50 000 ლარის, „მშენ ექსპერტი“ – 100 000 ლარის და „გრინსერვისი“ – 250 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდნენ.

2022 წლის 13 ოქტომბერს, თბილისში, ვაკის პარკის ახლადრეაბილიტირებულ შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა. იგი თავის მეგობრებთან ერთად ფრენბურთს თამაშობდა, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდა. გოგონამ შადრევნიდან ბურთის ხელით ამოღება სცადა, რა დროსაც მას დენმა დაარტყა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button