
დარჩიაშვილი რიგაში ლატვიელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 3 ნოემბერს რიგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლატვიელ კოლეგას, კრიშიანის კარინშს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს.
Glad to meet my Latvian counterpart @krisjaniskarins. We had an interesting exchange of views regarding the bilateral cooperation between Georgia and Latvia and the prospects for its further development. We also focused on EU enlargement and Georgia's European integration… pic.twitter.com/xQjRlipmCI
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) November 3, 2023
მინისტრმა ლატვიელ კოლეგას ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი გააცნო და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადამწყვეტ პროცესში წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„შევხვდი ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს და განვიხილეთ რეფორმები და პროგრესი კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, საქართველომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობა უნდა აჩვენოს, განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობის საქმეში“, – დაწერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე.
Meeting Georgia ?? colleague @iliadarch to discuss reforms and progress in receiving EU candidate status. In its path towards the EU, ?? needs to demonstrate alignment with ?? foreign policy, especially in relation to Russia. pic.twitter.com/Fy3aE0wQXl
— Krišjānis Kariņš (@krisjaniskarins) November 3, 2023
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს ილია დარჩიაშვილმა კრიშიანის კარინში საქართველოში მოიწვია.
ასევე წაიკითხეთ:
- 03/11/2023 – დარჩიაშვილმა ბერლინში ევროკავშირის გაფართოების საკითხზე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
- 04/10/2023 – ილია დარჩიაშვილი ევროკომისრებსა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
- 26/09/2023 – ილია დარჩიაშვილი ბრიუსელს სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)