skip to content
ახალი ამბები

საქართველოში იტალიური მაფიოზური დაჯგუფების წევრი დააკავეს

საქართველოში იტალიის მოქალაქე დააკავეს, რომელიც „სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე“ კატეგორიის დანაშაულებში მონაწილეობის გამო იტალიის ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. დაპატიმრების ფაქტი საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ 24 ოქტომბერს დაადასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, 67 წლის ჯუზეპე სგანგა მაფიოზური დაჯგუფების  „ნდრანგეტას“ წევრი იყო. ჯუზეპე სგანგა მაფიოზური დაჯგუფების კიდევ 5 წევრთან ერთად, 2020 წელს იტალიის ქალაქ ტურინში დაუსწრებლად გაასამართლეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში ჩართულობისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით 11 წელი მიუსაჯეს.

გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ  იტალიის კომპეტენტურმა ორგანოებმა სგანგას ექსტრადიცია მოითხოვეს. „ექსტრადიციის პროცესები დასრულებულია, მიღებული არის მისი ექსტრადირების გადაწყვეტილება იტალიაში და უახლოეს მომავალში მოხდება მისი ექსტრადირება“, – აღნიშნა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button