skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების ქალ დეპუტატებთან დახურული შეხვედრა გამართა. მანამდე პრეზიდენტი სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, დეპუტატებმა განაცხადეს, რომ საუბარი საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას შეეხო. მედიის მოლოდინის მიუხედავად, შეხვედრის შემდეგ მაინც არ გაირკვა აპირებს თუ არა პრეზიდენტი უცხოური ვიზიტების გაგრძელებას, ან აპირებს თუ არა ვეტო დაადოს „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ სადავო ცვლილებებს. მიუხედავად სპეკულაციებისა, რომ პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის ჩავარდნის შემდეგ, პრეზიდენტი შეეცდება პოლიტიკური ძალების პრო-ევროპული ალიანსი ჩამოაყალიბოს, დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს საკითხი არ განხილულა.  

მონაწილეთა განცხადებები

სალომე სამადაშვილმა პარტიიდან „ლელო საქართველოსთვისგანაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ერთად „ქართული ოცნება“ საბოტაჟს უწყობს კანდიდატის სტატუსს, მისი [პრეზიდენტის] პოზიცია იყო, თუ როგორ მივაღწიოთ იმას, რომ ევროკავშირში  გააქტიურდეს ძალისხმევა პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად. იმიტომ, რომ ევროკომისიის 8 ნოემბრის ანგარიშში, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ის, რომ  ვერ იქნება მოწოდება სტატუსი მიენიჭოს ქვეყანას, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო ყველა მოთხოვნის შესრულება”. პრეზიდენტის გეგმებზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ “პრეზიდენტი თავად გააცნობს საკუთარ გეგმებს უახლოეს მომავალში საზოგადოებას” და დასძინა, რომ “პრეზიდენტი აპირებს, გააგრძელოს შესაბამისი მოქმედება ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“.

თამარ კორძაიამ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, განაცხადა: „პრეზიდენტმა, ისევე როგორც ყოველთვის განაცხადა, რომ მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რათა საქართველომ არ დაკარგოს კანდიდატის სტატუსი და ევროპული პერსპექტივა. კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამს, ამაზე მან თქვა, რომ თავად ისაუბრებს… რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, მისი დამოკიდებულებაც არის ის, რომ ყველამ, ყველა მიმართულებით საერთაშორისო დონეზე, ყველა კონტაქტი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ დავკარგოთ“.

დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „ევრო-ოპტიმისტებიდან“ განმარტა, რომ პრეზიდენტის თქმით, „მუქარა და საქმეების თაროზე შემოდება მასზე არ იმოქმედებს“ და ის აპირებს განაგრძოს მუშაობა ევროპული მომავლისთვის. დეკანოიძემ ასევე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ გეგმებსა და ალიანსებზე მათ არ უსაბრიათ და მხოლოდ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დაჩქარებაზე ისაუბრეს.

დეპუტატმა ანა წითლიძემ  ნაციონალური მოძრაობიდან დაადასტურა, რომ პრეზიდენტის პოლიტიკურ ან საარჩევნო გეგმებზე საუბარი არ ყოფილა. „განხილვის მთავარი თემა იყო კანდიდატის სტატუსი და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამ დარჩენილ მოკლე დროში, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა წითლიძემ.

დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ასევე დაადასტურა, რომ განხილვის მთავარი თემა კანდიდატის სტატუსი იყო და რომ პრეზიდენტზე არავითარ გავლენას არ ახდენს „ქართული ოცნებიდან“ მუქარა. მისი თქმით, პრეზიდენტი საკუთარი პოლიტიკური ნაბიჯებითა და გადაწყვეტილებების აპირებს, რომ დაიცვას ქვეყნის ევროპული სტატუსი. „საუბარი იყო იმაზე, როგორ ხედავს ჩვენს მანდატს“, – განაცხადა სამნიძემ და დასძინა: „მთავარი თემა ევროპული სტატუსია და ამ მიმართულებით ჩვენ მის გვერდით ვდგავართ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button