ახალი ამბები

სახალხო დამცველი ეუთო/ოდირს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) 18 ოქტომბერს წერილობით მიმართა და  „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სამართლებრივი შეფასების წარმოდგენა სთხოვა.

18 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, „წერილში სახალხო დამცველმა მიუთითა რომ კანონპროექტით სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის დაცვის საჭიროებით, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით არ იკვეთება“.

4 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განცხადება გაავრცელა, სადაც  აღნიშნულ კანონპროქტთან დაკავშირებით ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდა.

5 ოქტომბერს კი, პარლამენტმა მხარი დაუჭირა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც მმართველმა გუნდმა დაჩქარებული წესით მიიღო.  

17 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button