
ახალი ამბები
ოდირი სადამკვირვებლო მისიის არმოწვევის თაობაზე „ქართული ოცნების“ განზრახვის გამო სინანულს გამოთქვამს
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ოდირი) 7 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სინანულს გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების „გაცხადებული განზრახვის“ გამო, არ მოიწვიოს არჩევნების სადამკვირვებლო მისია. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, დააკვირდეს 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს საქართველოში.
განცხადებაში ოდირმა „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა „ქართული ოცნების“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ზეწოლის, ასევე შემზღუდავი კანონმდებლობის, მომიტინგეების დაკავებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის, ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებების გამო.
This post is also available in: English