აშშ-ის ახალმა ელჩმა პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა, რომელიც საქართველოში 12 ოქტომბერს ჩამოვიდა, იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელი გადასცა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ელის მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პრეზიდენტთან, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ ისწრაფვის. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს მომავლისთვის ამ გადაწყვეტ მომენტში.
Accepted the letter of credence from the newly appointed ?? ambassador to ?? @Robin_Dunnigan
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) October 12, 2023
I look forward to close collaboration, continuing fruitful cooperation between ?? & ??, and further strengthening our robust partnership during this decisive juncture for ??'s future
საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას, ელჩმა დანიგანმა განაცხადა, რომ მისთვის „დიდი პატივია წარმოადგენდეს პრეზიდენტ ბაიდენს, როგორც შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში“.
„მოუთმენლად ველი საქართველოს ხალხთან და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით“, – განაცხადა ელჩმა. „მე ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს სურს ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, ნატოსთან, დასავლეთთან და, პრეზიდენტ ბაიდენთან და მდივან ბლინკენთან ერთად, მეც ვუჭერ მხარს ამ გზას. მჭიდროდ ვითანამშრომლებ საქართველოსთან ამ მიზნის მისაღწევად“.
ელჩის თქმით, იგი მოუთმენლად ელის ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.
აშშ-ის ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ისრაელის „მტკიცე მხარდაჭერისთვის“ და კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის სამძიმარი ისრაელის ხალხის მიმართ. „აშშ და საქართველო ერთად დგას და ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ ამისთვის“, – დასძინა მან.
საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, მხარეებმა აღიარეს, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის „პრიორიტეტია“. „ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, რომ მასთან ერთად აქტიურად ვიმუშავოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავაახლოვოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო აქტუალური გავხადოთ“, – აღნიშნა მინისტრმა.
„ჩვენ ვართ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილნი, რომ ქალბატონი ელჩის ძალისხმება, მისი პერსონალური ჩართულობა ამ ურთიერთობების გაღრმავების პროცესში მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს“, – დასძინა ილია დარჩიაშვილმა.
Delighted to meet with the incoming U.S. Ambassador @Robin_Dunnigan. Discussed the broad scope of ????strategic partnership. Thanked her for ??'s continued support for our territorial integrity & sovereignty. Look forward to working together to enhance our relations through… pic.twitter.com/qNODMOKoWo
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) October 12, 2023
ასევე წაიკითხეთ:
- 31/03/2023 – აშშ-ის სენატში საქართველოში ელჩობის კანდიდატს მოუსმინეს
- 28/07/2023 – სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩად რობინ დანიგანის კანდიდატურა დაამტკიცა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)