ახალი ამბები

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან

6 სექტემბერს ოპოზიციურმა პარტიებმა „გირჩი – მეტი თავისუფლება” და “დროა”  საარჩევნო გაერთიანების შექმნის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთეს. ორივე პარტიის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზების თანახმად, მათ აერთიანებთ საერთო პრინციპები, მათ შორის:

  • ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან;
  • მომავლის მკაფიო ხედვა;
  • მოტივაცია, შეიცვალოს საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით.

მანამდე, 20 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან წინასაარჩევნო შეთანხმების მიღწევის შესახებ გააკეთა განცხადება, რომლის მიზანიც, მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის დამარცხებაა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button