რუსეთ-უკრაინის ომზე ღარიბაშვილის განცხადებებს საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში 30 მაისს გამართულ დისკუსიაზე რუსეთ-უკრაინის ომის მიზეზებზე გაკეთებულ განცხადებებს საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მთავარი მიზეზი ამ უკანასკნელის ნატოში გაწევრიანების სურვილი და ნატოს გაფართოება იყო.
ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა, რომ ღარიბაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ინტერესებს იცავს და დასძინა: „საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება აგრესორი რუსეთის ინტერესების გამტარებელი გახდა“. მან დასავლეთს საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდა.
Georgian PM Irakli #Garibashvili does a job for putin at his best! The present Goverment of Georgia became a mouthpiece of aggressor #russia. The West must re access its policy towards #Georgia https://t.co/Yv7k2aM7oi
— Petras Austrevicius (@petras_petras) May 30, 2023
ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა იმედგაცრუება გამოხატა ღარიბაშვილის განცხადებით და აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს „ძალიან მოკლე მეხსიერება აქვს ან უნდა, რომ ასე იყოს.“
კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ღარიბაშვილის მთავრობა ტყუილების გავრცელებაში დაადანაშაულა: „კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ღარიბაშვილის მთავრობა რუსულ პროპაგანდას ემორჩილება“. მან იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განსხვავებულ გზავნილს გააჟღერებს ევროპარლამენტში გამოსვლისას.
Shamelessly spreading lies. Yet another indication that the current Garibashvili's government is conforming to Russia's propaganda.
— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) May 30, 2023
President @Zourabichvili_S will address the @Europarl_EN tomorrow. Hopefully she will send a different message.@EPPGroup https://t.co/u196IqlqM9
ალისია კერნსმა, ბრიტანელმა კონსერვატორმა დეპუტატმა და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თავდაცვა ესკალაციას არ ნიშნავს. „კრემლის სამარცხვინო პროპაგანდა საქართველოს პრემიერმინისტრის მხრიდან“, – აღნიშნა მან.
მიხაელ როთმა, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, შეშფოთება გამოხატა რუსეთ-უკრაინის ომზე საქართველოს მთავრობის პოზიციასთან დაკავშირებით და ევროკავშირთან და ნატოსთან საქართველოს ურთიერთობების საკითხის დაუყონებლივ გარკვევისკენ მოუწოდა.
მასალა განახლდება…
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)