ახალი ამბები

ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 24 აპრილს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის ფარგლებში ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, რომელიც ევროინტეგრაციის კუთხით ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების ეფექტიანობაზეც იმსჯელეს, რა დროსაც მთავარი აქცენტი ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულებაზე გააკეთეს.

„ჩვენი პარტნიორების მთავარი გზავნილი არის ის, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ჩვენს საერთო თანაცხოვრებას ევროპულ ოჯახში. ჩვენ განვაგრძობთ ძალისხმევას იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო დავუახლოოთ ევროკავშირს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა შეხვერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ჩვენ დავადასტურეთ, რომ საქართელომ მნიშვნელოვან პროგერსს მიაღწია, თუმცა საჭიროა მეტი რეფორმები, რადგანაც წლის ბოლოს, საქართველოსთვის კანდიტატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება. ჩვენ მოვუწოდეთ მინისტრ დარჩიაშვილს, რომ ბრიუსელსა და წევრ ქვეყნებს დადებითი სიგნალი გაუგზავნოს გაწევრიანებისთვის საჭირო პრიორიტეტების შესრულების გზით“.

თავის მხრივ, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ Twitter-ზე დაადასტურა ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს ძალისხმევის მიმართ გააძლიეროს საკუთარი მედეგობა, უსაფრთხოების კუთხში რეგიონში არსებული რთული ვითარების ფონზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button