ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 21 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ 4 დღის წინ უკანონოდ დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
სუს-ის ცნობით, უკანონოდ დაკავებული მამაგულაშვილის „დაუყოვნებელი გათავისუფლებისთვის“ ცენტრალური ხელისუფლება „აქტიურად“ იყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, ამოქმედებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი „ცხელი ხაზი“.
უწყება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ „ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე“ პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს და აცხადებს, რომ „ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ ძალისხმევას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“.
ასევე წაიკითხეთ:
- 18/04/2023 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- 01/03/2023 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
- 07/02/2023 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
- 01/12/2022 – ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
- 24/11/2022 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)