პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილზე ვიდეოჩანაწერებისთვის დააჯარიმეს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერების გამო 500 ლარით დააჯარიმა.
- 15/12/2022 – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სააკაშვილის ვიდეოჩანაწერის გავრცელების შესწავლა დაიწყო
- 14/12/2022 – სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ამსახველი ვიდეო გაასაჯაროვა
სამსახურის განცხადებით, მთლიანობაში, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დეკემბერსა და თებერვალში მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ ყოფნის ამსახველი ჩანაწერები „მაღალი საჯარო ინტერესის დასაცავად“ გამოაქვეყნა, თუმცა 9 აგვისტოს ეპიზოდის გასაჯაროებისას, სადაც სააკაშვილის ჭამის ეპიზოდი ჩანს, პენიტენციურმა სამსახურმა „ვერ უზრუნველყო პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპების პროპრორციულობის დაცვა“.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სამართალდარღვევის სხვა ფაქტებიც გამოავლინა. კერძოდ, პენიტენციურმა სამსახურმა მკაფიოდ ვერ განმარტა ამ ეპიზოდის გასაჯაროების „კანონიერი მიზანი“. ამასთან, სააკაშვილს ვიდეოთვალთვალის შესახებ ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევით მიაწოდეს და ჩანაწერები ვადის განსაზღვრის გარეშე შეინახეს.
პენიტენციური სამსახური ვიდეომეთვალყურეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსებისა და სამედიცინო პერსონალის წერილობითი ინფორმირების გარეშე ვიდეოთვალთვალისთვისაც ცნეს სამართალდამრღვევად.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/03/2023 – სააკაშვილის საქმე ევროპარლამენტში პოლიტპატიმრებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განიხილეს
- 02/03/2023 – მიხეილ სააკაშვილი არც სააპელაციომ გაათავისუფლა, არც სასჯელი გადაუვადა
- 27/02/2023 – ომბუდსმენის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა
- 22/02/2023 – „ვივამედის“ ექიმები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის „დამძიმების ტენდენციაზე“ საუბრობენ
- 06/02/2023 – სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი არ გაათავისუფლა, არც სასჯელი გადაუვადა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)