სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ რუსეთის მიმართ სილაჩრის გამო აკრიტიკებს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 თებერვალს ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში მიხაკო წერეთლისა და ქართული ასირიოლოგიის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნება“ რუსეთისადმი სილაჩრის გამო გააკრიტიკა.
„ჩვენი დეფიტიზმი [უიმედობის განცდა] უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „ამის არც ახსნა, არც გაგება შემიძლია და არც გაზიარება“.
პრეზიდენტის თქმით, „ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ხელისუფლების მიერ აქამდე გამოხატული გარკვეული სიფრთხილე ყველას ესმის და ყველასთვის გასაგებია“, თუმცა „სიფრთხილე არასდროს გამორიცხავდა, მით უმეტეს ჩვენთვის და ჩვენს ქვეყანაში, არც ღირსებას და არც სოლიდარობას“.
პრეზიდენტის განცხადება, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ეხმიანებოდა, რომელმაც 8 თებერვალს, საზოგადოებრივ მაუწყებლის „პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საერთო ჯამში, უკრაინასთან ომში რუსეთს უპირატესობა აქვს, რაც მისივე თქმით, ფაქტობრივი მოცემულობაა და ამას თავად უკრაინის ხელისუფლებისა და აშშ-ისა და ევროპის შესაბამისი წარმომადგენლებიც ადასტურებენ.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/02/2023 – სალომე ზურაბიშვილი: რუსეთმა უნდა ისწავლოს ,,სად არის მისი საზღვრები“
- 03/06/2022 – პრეზიდენტი მთავრობასთან შესაძლო სასამართლო დავის, უკრაინაზე ქართული ოცნების პოზიციის შესახებ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)