ახალი ამბები
ილია II უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ 7 დეკემბერს, უკრაინის ქალაქ ბახმუტთან 5 ქართველი მოხალისე მებრძოლის დაღუპვის გამო მწუხარება გამოხატა და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
აღნიშნა რა, რომ დაღუპულებმა „მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე“, ილია II-მ ხაზი გაუსვა, რომ „სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ“.
ასევე წაიკითხეთ:
- 05/12/2022 – ქართული ოცნების წევრები უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს უსამძიმრებენ
- 05/12/2022 – პრემიერი უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს უსამძიმრებს და ოპოზიციას აკრიტიკებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)