skip to content
ახალი ამბები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გადადგა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ნემსაძემ 25 ნოემბერს განაცხადა, რომ „პირადი მიზეზების გამო“ თანამდებობას ტოვებს და მისი გადაწყვეტილება „არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას!“

„მჯერა, რომ ქართული ოცნება საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი პოლიტიკური ძალაა“, – დაწერა მან Facebook-ზე და ხაზი გაუსვა, რომ კვლავაც რჩება „გუნდის რიგით წევრად და გააგრძელებს „მუნიციპალიტეტისა თუ ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან გავაგრძელებ“.

ნემსაძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასა და ქართული ოცნების გუნდს მისთვის გამოცხადებული ნდობისა და შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა და მერიის გუნდს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გამოცემა „ნეტგაზეთის“ ცნობით, გიორგი ნემსაძე ამბობს, რომ მან გდადგომის გადაწყვეტილება სხვა პოზიციაზე გადასვლის შეთავაზების შემდეგ მიიღო, თუმცა არ აკონკრეტებს, ვისგან მიიღო შეთავაზება და სად გადადის.

მეტი დეტალისთვის „სამოქალაქო საქართველო“ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქართულ ოცნებას დაუკავშირდა. პასუხები მასალაში მიღებისთანავე აისახება.


გიორგი ნემსაძე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის რჩევნებში, მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ გახდა. ნემსაძემ, რომელიც კენჭს ქართული ოცნების სახელით იყრიდა, მეორე ტურში ხმების 62.873%-ით (4 022 ხმა) ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის კანდიდატი, ბესარიონ ბენდელიანი დაამარცხა, რომელსაც ამომრჩევლის 37.127%-მა (2 375 ხმა) დაუჭირა მხარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button