skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნებაზე – „ქართველ ხალხს თქვენთან ერთად უხარია!“

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მიერ ქალაქ ხერსონის დაბრუნებასა და მასზე კონტროლის აღდგენას მიესალმა და თქვა, რომ „ეს უკრაინის ერთობისა და გამძლეობის შედეგია“.

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“, – დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 11 ნოემბერს Twitter-ზე და დასძინა, რომ „ქართველ ხალხს თქვენთან ერთად უხარია!“.

რამდენიმეთვიანი ოკუპაციის შემდეგ, რუსული სამხედრო შენაერთების ქალაქ ხერსონიდან უკან დახევის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ 9 ნოემბერს განაცხადა. უკვე 11 ნოემბერს, ქალაქში უკრიაინული არმია შევიდა და მასზე კონტროლი სრულად აღადგინა.

ხერსონის ოლქი, ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილთან, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებთან ერთად, ერთ-ერთია, რომელთა ფორმალური ანექსიაც რუსეთმა სექტემბერში მოახდინა, რაც მკაცრად დაგმეს ოფიციალურმა კიევმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button