სალომე ზურაბიშვილი გმობს რუსეთის მიერ უკრაინის 4 რეგიონის „ძალისმიერ ანექსიას“
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 30 სექტემბერს დაგმო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში – ხერსონში, ზაპოროჟიეში, დონეცკსა და ლუგანსკში ჩატარებული „ყალბი რეფერენდუმების გაფორმება“.
„ჩვენ უარვყოფთ საერთაშორისო სამართლის ასეთ უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს სრულ მხარდაჭერას!“, – თქვა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „ძალისმიერ ანექსიას“ არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს.
I condemn the plans to mobilize recruits in Ukraine’s and Georgia’s occupied territories as another blunt violation of both our countries' sovereignty.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) September 30, 2022
პრეზიდენტმა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადების შესახებ გეგმაც დაგმო და განაცხადა, რომ ეს ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის მორიგი „უხეში დარღვევაა“.
რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ოლქის ფორმალურ ანექსიას წინ 4-დღიანი „რეფერენდუმები“ უძღვოდა, რომელიც დაგმეს ოფიციალურმა კიევმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ხალხს „რეფერენდუმების“ დასრულებამდე ოკუპირებული რეგიონების დატოვების უფლებას არ აძლევდნენ, ხოლო შეიარაღებული ჯგუფები, გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანებს მათში მონაწილეობას აიძულებდნენ.
ასევე წაიკითხეთ:
- 28/09/2022 – საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ „რეფერენდუმებს“ გმობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)