skip to content
ახალი ამბები

სუს-ის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 8 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სუს-ის ცნობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, დაკავებულს, რომელიც გალის ტერიტორიიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა, „თან ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერების შეკვრა“.

უწყების განმარტებით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორები.

„საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აცხადებენ სუს-ში და ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს ცენტრალური იყენებს ყველა შესაძლო მექანიზმს, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებად.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button