ილია დარჩიაშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 10 ოქტომბერს თბილისში ვიზიტად მყოფ ინდოეთის საგარეო საქმეთა და კულტურის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მენაქში ლეხის შეხვდა და საქართველოსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე გაამახვილეს, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ჰუმანიტარული მიმართულებით.
„კულტურულ – საგანმანათლებლო სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე საუბრისას, კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოში შექმნილია ყველა პირობა ინდოელი სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მისაღებად“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
მხარეებმა საქართველოში ინდოელი ბიზნესმენების საქმიანობასა და ამ მიმართულებით შემდგომი განვითარების პერსპექტივებზეც იმსჯელეს. მათვე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზეც გაამახვილეს ყურადღება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)