სუსი: ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 27 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ივნისში ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მახლობლად დაკავებული ნუკრი კალაშნიკოვი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
ამავე ინფორმაციით, „უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები“.
სუს-ის ცნობით, ნუკრი კალაშნიკოვის გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ხოლო ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს მიეწოდებოდა.
ასევე წაიკითხეთ:
- 12/09/2022 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მახლობლად დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
- 18/08/2022 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
- 24/12/2021 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს 4 მოქალაქე გაათავისუფლეს
- 20/12/2021 – ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)