ახალი ამბები

ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მახლობლად დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვთან აპრილში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, გიორგი ქუჯოშვილი 9 სექტემბერს გაათავისუფლეს.

ქუჯოშვილს ე.წ. „საზღვრის“ უკანონოდ კვეთას ედავებოდნენ და იგი იმავე ბრალდებით 2018 წლის ივლისშიც დააკავეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქუჯოშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები.

უსაფრთხოების სამსახურის პრესრელიზის თანახმად, ქუჯოშვილის გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამავე ინფორმაციით, საქართველოს განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button