ახალი ამბები

ევროპარლამენტარი იუსტიციის სამინისტროს გვარამიას მონახულებაზე მისი თხოვნის უგულებელყოფაში ადანაშაულებს

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა, რომელიც თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციაში „დიდება უკრაინას“ მონაწილეობისთვის საქართველოს სტუმრობდა, 7 სექტემბერს დაწერა Twitter-ზე, რომ როდესაც მან იუსტიციის სამინისტროს „გამჭირვალობისთვის“ მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მოსანახულებლად ციხეში შესვლის ნებართვა სთხოვა, მან პასუხი ვერ მიიღო.

„საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა მთავარი მოთხოვნაა 12-პუნქტიან რეკომენდაციებში“, – წერს ევროპარლამენტარი. „მიუხედავად იმისა, რას ფიქრობთ გვარამიაზე, როგორც პიროვნებაზე, ის არის საქართველოს დამსხვრეული სასამართლო სისტემის მაგალითი“.

იმავდროულად, ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, რომელიც ასევე ესწრებოდა თბილისის კონფერენციას, განაცხადა 4 სექტემბერს, რომ მას კიდევ ერთხელ უთხრეს უარი დაპატიმრებული ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე.

მისივე თქმით, იგი სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას და მეგობარს, გიორგი ჩალაძეს შეხვდა და მათგან მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

„სამოქალაქო საქართველო“ კომენტარისთვის იუსტიციის სამინისტროს დაუკავშირდა. მასალა პასუხის მიღებისთანავე განახლდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button