skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი ქართულ ოცნებას კარლ ჰარცელზე განცხადების გამო აკრიტიკებს

ევროკავშირის პრესსპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, პიტერ სტანომ 21 ივლისს კარლ ჰარცელის მიმართ ქართული ოცნების კრიტიკას კრიტიკითვე უპასუხა. კარლ ჰარცელმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის პოზიციაზე მუშაობის ოთხწლიანი ვადა გუშინ ამოწურა.

„საკუთარი ამბიციების შეუსრულებლობაში სხვების დადანაშაულება მხოლოდ იმის დასტურია, რომ მეტი დროა საჭირო იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი და რომ რეფორმები საშინაო დავალებას წარმოადგენს“, – ხაზი გაუსვა სტანომ და დასძინა, რომ „რეფორმებისა და ევროკავშირის დღის წესრიგის გატარება ადგილობრივი პოლიტიკოსების ამოცანაა“.

„ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს კარლ ჰარცელს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის“, – განაცხადა მანვე.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ თქვა, რომ „სამწუხაროდ“, კარლ ჰარცელი „მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში“. ირაკლი კობახიძის შემდეგ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე აღნიშნა, რომ კარლ ჰარცელს „შეეძლო უკეთესად ემუშავა, იმისთვის, რომ საქართველოს [ევროკავშირის წევრობის] კანდიდატის სტატუსი მიეღო“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button