skip to content
ახალი ამბები

იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა 37.4%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 20 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 37.4%-ით გაიზარდა და 6.93 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

საანგარიშო პერიოდში, 37.5%-ით – 2.11 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 37.3%-ით – 4.82 მლრდ აშშ დოლარამდე კი იმპორტი. 2.7 მლრდ აშშ დოლარი იყო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.1%-ია.

წყარო: საქტატი

2022 წლის იანვარ-მაისში, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სათავეში 1.02 მლრდ აშშ დოლარით თურქეთი იყო, შემდეგ მოდიან – ჩინეთი 783.1 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 764.2 მლნ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 539.98 მლნ აშშ დოლარით; აშშ – 435.4 მლნ აშშ დოლარით.

ამავე პერიოდში, ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო ჩინეთი 362.8 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან – აზერბაიჯანი – 224.1 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 210.3 მლნ აშშ დოლარით; თურქეთი – 194.6 მლნ აშშ დოლარით და ბულგარეთი – 176 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ – თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და აშშ – 830 მლნ აშშ დოლარით; 553.9 მლნ აშშ დოლარით; 420.3 მლნ აშშ დოლარით; 315.9 მლნ აშშ დოლარით და 292.4 მლნ აშშ დოლარით.

წყარო: საქსტატი

2022 წლის იანვარ-მაისში, ექსპორტში უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფების სათავეში სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 465.9 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდიან – ფეროშენადნობები – 285.7 მლნ აშშ დოლარით; მსუბუქი ავტომობილები – 191 მლნ აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქები – 152.7 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 79.8 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 43.2 მლნ აშშ დოლარით; მინერალური და მტკნარი წყლები – 41.1 მლნ აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები – 40.1 მლნ აშშ დოლარით; ტრიკოტაჟის ნაწარმი – 35.3 მლნ აშშ დოლარით; თხილი და სხვა კაკალი – 35.2 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 742 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, აქ უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეშია ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 461.2 მლნ აშშ დოლარით; მსუბუქი ავტომობილები – 454.7 მლნ აშშ დოლარით; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 371.8 მლნ აშშ დოლარით; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 221.2 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 155.96 მლნ აშშ დოლარით; სატელეფონო აპარატები – 102.1 მლნ აშშ დოლარით; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 77.2 მლნ აშშ დოლარით; წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 45.2 მლნ აშშ დოლარით; ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები – 38.4 მლნ აშშ დოლარით; რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები – 36.3 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 2.85 მლრდ აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button