skip to content
ახალი ამბები

სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ პატიმრობაში მყოფი დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის დეტალური შესწავლის შემდეგ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდა.

8 ივნისს გამოქვეყნებულ დასკვნაში, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ გვარამია უნდა შეიწყალონ, ვინაიდან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი წარმოადგენს „კონსტიტუციით, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული კანონიერების პრინციპის უხეშ დარღვევას“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „სამართლებრივი მსჯელობის, ანალიზისა და თანმიმდევრულობის უკიდურესი სიმწირის გამო, განაჩენი შეიძლება შეფასდეს, როგორც არსებითად დაუსაბუთებელი“.

ამავე დოკუმენტით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ისაა, რომ „მოსამართლემ საერთოდ არ შეაფასა და არ იმსჯელა, თუ რა შემთხვევებში შეიძლება გახდეს საკორპორაციო-სამართლებრივი ქმედება (მენეჯერის გადაწყვეტილება) სისხლისსამართლებრივად რელევანტური, როდის და რა გარემოებების არსებობის შემთხვევაში საჭიროებს იგი სისხლისსამართლებრივ სანქცირებას და რატომ იყო ეს შემთხვევა ამ განზომილების მქონე“.

„საბოლოო ჯამში, სასამართლომ ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ხაზს უსვამს, რომ მოსამართლემ არ დაასაბუთა გამოყენებული საპატიმრო სასჯელის არც სახე და არც ზომა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button